ჩვენს შესახებ

1456010 629894370386315 1443279510 n

რა შემიძლია გითხრათ ჩვენს შესახებ?


ის რომ, ვართ ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს მინერალები, ქანები, ქვები და კრისტალები. ზოგიერთ ჩვენგანს მათი ფერადოვნება იზიდავს, ზოგს იდუმალი და მაგიური თვისებები აინტერესებს, ზოგი მათი დახმარებით დაავადებას ან ავადმყოფობას კურნავს.. სხვა შემთხვევაში ამ საიტზე არცერთი ჩვენგანი არ შემოვიდოდა.

ვიცი, ძალიან ბევრს არ გცალიათ იმისთვის რომ ძველ წიგნებში და ინტერნეტის მიყრუებულ კუთხეებში იქექოთ, ამიტომაც შევეცდები მე მოგამარაგოთ იმ ელემენტარული ინფორმაციით, რომელიც მომავალში ბუნების ამ საოცარი ქმნილებების შესწავლაში დაგეხმარებათ. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხიდან ჩამოგიტანთ მშვენიერ და უმაღლესი ხარისხის ნიმუშებს, რათა არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც გქონდეთ მინერალებთან შეხება.

შევეცდები ქვებისგან შევქმნა ნაზი და ლამაზი სამკაული, რათა მათი ესთეტიკური მშვენიერებითაც მოახერხოთ დატკბობა და არ დავიზარებ გაგცეთ პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც მინერალების შემსწავლელ გზაზე გაგიჩნდებათ.


არ მოგერიდოთ დაკონტაქტება, კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების სახით. დიდი მადლობა ამდენი ხანი გვერდში დგომასა და ინტერესისთვის, რომელსაც ჩვენში მინერალები იწვევს.


სიყვარულით კელისგან heart emoticon